“საფრანგეთში არასრულწლოვნებისთვის სქესის შეცვლის ოპერაცია, ან იძულება მსგავს ოპერაციაზე მკაცრად აკრძალულია” – ფოფხაძე

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე:
ბატონებო ერთი ათი მეგობრისგან მივიღე შეკითხვა მესენჯერში, შეიძლება თუ არა საფრანგეთში სქესის შეცვლა.. გპასუხობთ ყველას.. საფრანგეთში სქესის შეცვლის ქირურგიული პროცედურა დაშვებულია მხოლოდ, ეს გადის პლასტიკური ოპერაციების რანგში და ის არ ფინანსდება არც ერთი სამედიცინო დაზღვევისგან. ასევე საფრანგეთში მკაცრად რეგლამენტირებულია გენიტალიების ქირურგიული გზით გადაკეთება
და ბოლოს. სქესის შეცვლის ოპერაცია საფრანგეთში დაშვებულია მხოლოდ სრულწლოვან მოქალაქეებზე და მხოლოდ მას შემდეგ რაც ფსიქოლოგების შესაბამისი დასკვნა იქნება.
არასრულწლოვნებისთვის მსგავსი ოპერაციის გაკეთება ან იძულება მსგავს ქირურგიულ ჩარევაზე მკაცრად აკრძალულია და გადის სისხლის სამართლის დანაშაულთა რეგისტრში..
ცნობისთვის, რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა, ქართველი ემიგრანტის, რომელიც მხოლოდ პრაქტიკებს გადის საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში, წერილი, სადაც წერილის ავტორი მედდად მოიხსენია და ამტკიცებენ, რომ საფრანგეთში მოზარდებს სქესის შეცვლის ოპერაციები უტარდებათ, რაშიც ირიბად ფსიქოლოგებს სდებენ ბრალს და შემდეგ ამ მოზარდთა ნაწილი, თითქოს ფსიქიატრიულში ხვდება და მილიონობით ევრო იხარჯება მათ სამკურნალოდ.