საფრანგეთში აეროპორტების თანამშრომლების გაფიცვის გამო Ryanair-მა 30 000 მგზავრისთვის ფრენები გააუქმა

საფრანგეთში საჰაერო მოძრაობის კონტროლის ადმინისტრატორების გაფიცვის შედეგად რეისების დიდი ნაწილი გაუქმდა და Ryanair-ის 30 000 მგზავრი დაზარლდა.
ორი ფრანგული პროფკავშირი სამუშაო პირობების გამო ორდღიან გაფიცვას მართავს, რის შედეგადაც პარიზის მთავარ აეროპორტებში – რეისების მეოთხედი, ხოლო ნიცის აეროპორტში რეისების ნახევარი გაუქმდა.
საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრი ფილიპ ტაბარო პროფკავშირების მოთხოვნებს, ასევე მათ გადაწყვეტილებას, დაეწყოთ გაფიცვა ასეთ აქტიურ სეზონზე, მიუღებლად მიიჩნევს.
Ryanair-მა განაცხადა, რომ გაფიცვამ გავლენა მოახდინა არა მხოლოდ საფრანგეთში რეისებზე, არამედ ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ესპანეთი და საბერძნეთი.
„ეს აზრს მოკლებულია და უსამართლოა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მგზავრების მიმართ, რომლებიც შვებულებაში მიდიან“, – განაცხადა Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ო'ლირმა.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…