საფრანგეთს სურს, ევროკავშირმა დაარეგულიროს უკრაინიდან ქათმისა და მარცვლეულის იმპორტი – მაკრონი

საფრანგეთს სურს, ევროკავშირმა დაარეგულიროს უკრაინიდან ქათმისა და მარცვლეულის იმპორტი, ასევე გახადოს მეურნეობის ზოგიერთი წესი მოქნილი, ამის შესახებ ფრანგი ფერმერების პროტესტის პარალელურად, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
როგორც მაკრონმა აღნიშნა, საფრანგეთს სურს, ჰქონდეს მკაფიო ზომები უკრაინიდან იმპორტთან დაკავშირებით.
„ჩვენ მოცულობით და ხარისხით ისეთი რამ გვაქვს, რაც დესტაბილიზაციას ახდენს ევროპულ ბაზარზე, იქნება ეს ქათამი თუ მარცვლეული“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა შვედეთში ვიზიტისას.