საფრანგეთმა უკრაინაში დრონების წარმოებასთან დაკავშირებით Renault-ს მიმართა – Reuters

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, ავტომობილების მწარმოებელმა ფრანგულმა კომპანია Renault-მა 9 ივნისს განაცხადა, რომ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა კომპანიას დრონების წარმოებაში დახმარების მიზნით მიმართა.
მანამდე, გასულ კვირას, თავდაცვის მინისტრი გამოვიდა წინადადებით, რომ ფრანგულ კომპანიებს ში დრონების წარმოების კუთხით დახმარების გაწევა შეუძლიათ.
“ჩვენ დრონების წარმოების შესაძლებლობის შესახებ თავდაცვის სამინისტრო დაგვიკავშირდა. დისკუსიები გაიმართა, მაგრამ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის იმ ფონზე, როცა ჩვენ ამ პროექტთან დაკავშირებით სამინისტროსგან დამატებით დეტალებს ველოდებით,” განუცხადა Renault-მა გამოცემას.
8 ივნისს ახალი ამბების ფრანგული ვებგვერდი Franceinfo წერდა, რომ Renault-ისგან უკრაინისთვის დრონების წარმოება იყო მოსალოდნელი. აღნიშნულ ცნობასთან დაკავშირებით სამინისტრომ Reuters-ს უთხრა, რომ კომპანიაზე იყო დამოკიდებული, მიიღებდა თუ არა ამ პროექტში მონაწილეობას.
ცნობისთვის, პარასკევს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ LCI-სთან განაცხადა, რომ საფრანგეთი მსხვილ ფრანგულ ავტომწარმოებელსა და მცირე ზომის თავდაცვით ფირმას შორის პარტნიორობის დამყარებას შეუწყობდა ხელს, რათა უკრაინაში დრონების დასამზადებლად საწარმოო ხაზების აღჭურვა მოხდეს
tabula.ge