საფრანგეთის საზღვაო ძალებმა დასავლეთ ხმელთაშუა ზღვაში დააკავა მოზამბიკის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი, რომელიც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თქმით რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს ეკუთვნის.
ადგილობრივი უწყებების თქმით, ნავთობტანკერ Deyna-ზე არსებობდა ეჭვი, რომ ის ყარბი დროშის ქვეშ ცურავდა. გემი რუსეთის პორტ მურმანსკიდან მიცურავდა.
საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვის პრეფექტურის თქმით, ოპერაცია ბრიტანელ მოკავშირეებთან ერთად ჩატარდა.
გემი შემდგომ შემოწმებაზე გადაიყვანეს.
“ეს გემები, რომლებიც გვერდს უვლიან საერთაშორისო სანქციებს და არღვევენ საზღვაო სამართალს, ომის ხარჯზე გამდიდრებულნი არიან, ისინი ცდილობენ მოგების მიღებას და რუსეთის საომარი ძალისხმევის დაფინანსებას,” – წერს მაკრონი X-ზე