საფრანგეთმა პორტუგალიას პენალტების სერიაში სძლია და ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთმა პორტუგალია პენალტების სერიაში დაამარცხა.
მოსაწყენი პირველი ტაიმის შემდეგ პორტუგალიელებმა აქტიურად შეუტიეს, საჯარიმოში შეჭრილ ლეაოს ბოლო მომენტში კამავინგამ დაუბლოკა, მენიანმა კი ბრუნო ფერნანდეშს, ვიტიანიას და რონალდოს არ გაატანინა. ამას ფრანგების იერიშები მოჰყვა: კოლო მუანის დარტყმულ ბურთს რუბენ დიაში გადაეღობა, მერე კამავინგამ და დემბელემ ვერ უწიეს მიზანს. ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, ექსტრა ტაიმებიც, ხოლო პენალტების სერიაში საფრანგეთმა იმარჯვა.
9 ივლისს, 1/2-ფინალში საფრანგეთი ესპანეთს შეხვდება.
პორტუგალია – საფრანგეთი 0:0 (პენ 3:5)
. რონალდომ ევროპირველობებზე 30-ე
მატჩი ჩაატარა, რაც რეკორდია.
სანამდე პენალდუს არ ამოარტყამენ ერთ კაი პანხურს ამ ნაკრებიდან იქამდე პორტუგალია ვერასდროს ვერაფერს მოიგებს. ან უნდა გაუმრთლოს ამგენს რო ეს კაცი დაიმტვრეს და მაშინ მაგარი შანსი აქვთ როგორც საფრანგეთან 2016 წლის ფინალში. იქამდე ესენი სულ 10 კაცით ითამაშებენ . და ასე მოგება რამის რთულია.