საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია – სალომე ზურაბიშვილი

საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია! , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი „ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
„მაკრონმა საკუთარი ხალხის იმედით იმოქმედა და ხალხმაც არნახული მობილიზაციით უპასუხა ამ დიდ გამოწვევას.გადამწყვეტ მომენტში ხალხის ხელში არის არჩევანი”, – წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი მას შემდეგ, რაც საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეგზიტპოლების შედეგები გახდა ცნობილი.
ეგზიტპოლის მიხედვით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე მემარცხენეთა ალიანსი გავიდა, მეორე ადგილს ს პარტია იკავებს, მარინ ლე პენის გაერთიანება კი მესამე ადგილზეა. აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება კი ვერცერთმა პარტიამ ვერ მოახერხა.
როგორც ცნობილია, საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე პარტია, მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება” 33,2%-ით ლიდერობდა.

ასევე დაგაინტერესებთ