საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია – სალომე ზურაბიშვილი

საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია! , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი „ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
„მაკრონმა საკუთარი ხალხის იმედით იმოქმედა და ხალხმაც არნახული მობილიზაციით უპასუხა ამ დიდ გამოწვევას.გადამწყვეტ მომენტში ხალხის ხელში არის არჩევანი”, – წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი მას შემდეგ, რაც საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეგზიტპოლების შედეგები გახდა ცნობილი.
ეგზიტპოლის მიხედვით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე მემარცხენეთა ალიანსი გავიდა, მეორე ადგილს ს პარტია იკავებს, მარინ ლე პენის გაერთიანება კი მესამე ადგილზეა. აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება კი ვერცერთმა პარტიამ ვერ მოახერხა.
როგორც ცნობილია, საპარლამენტო ს პირველ ტურში ულტრამემარჯვენე პარტია, მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება” 33,2%-ით ლიდერობდა.