საფრანგეთი ხუთი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს, რომელზეც უკრაინაზე ისაუბრებენ

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ მომავალ კვირას გაერიანებული სამეფოს, გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრას გამართავს, რომელზედაც უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ.
მედიის ინფორმაციით, ხუთი მინისტრის შეხვედრა პარიზში ოთხშაბათს გაიმართება.
„ამერიკის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შეაჩეროს უკრაინას სამხედრო დახმარება, მინისტრები განიხილავენ ჩვენი ქვეყნების ქმედებების კოორდინაციას კიევის მხარდასაჭერად“, – განუცხადა სააგენტო „ფრანს-პრესს“ თავდაცვის მინისტრთან სებასტიან ლეკორნუსთან დაახლოებულმა წყარომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა