საფრანგეთი ხალხს მოუწოდებს , რომ “შავ პარასკევს”ახალი ტანსაცმელი არ იყიდონ

საფრანგეთის მთავრობამ “შავი პარასკევის” ფასდაკლებებთან დაკავშირებით კამპანია წამოიწყო , რომელიც ხალხ ახალი ტანსაცმლის ყიდვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
რეკლამაში მამაკაცი რჩევისთვის კონსულტანტს მიმართავს, ის კი ეუბნება, რომ არაფერი იყიდოს, დაეხმაროს პლანეტას და დაზოგოს საკუთარი ფინანსები.
კამპანია, რომელიც ეკოლოგიის მინისტრის, კრისტოფ ბეჩუს ინიციატივით შეიქმნა, რაც მთავრობის წევრების ნაწილმა გააკრიტიკა. ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მაირმა განაცხადა, რომ მისი გზავნილი არასწორია და “პატიოსან ბიზნესს” ზიანს აყენებს.
ფინანსთა სამინისტრო უმუშევრობის ზრდასთან და ცხოვრების გაზრდილ ხარჯებთან ცდილობს გამკლავებას. ამ ფონზე მისთვის მნიშვნელოვანია შემოსავალი, რომელსაც ქვეყანა სეზონური გაყიდვებიდან იღებს.