საფრანგეთი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში არსებულ ვითარებას, შეშფოთებული ვართ რეპრესიების შესახებ ცნობებით – საგარეო უწყება

საქართველოში არსებულ ვითარებას და საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლის ფაქტს საფრანგეთის საგარეო და ევროპის საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.
“საფრანგეთი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში არსებულ ვითარებას. ჩვენ შეშფოთებულები ვართ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ რეპრესიების შესახებ ცნობებით და მოვუწოდებთ პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას.” – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო და ევროპის საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: არც კი მინდა წარმოვიდგინო რით დასრულდებოდა ეს მიტინგი, გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ან გიორგი გახარია რომ ყოფილიყო – მკვლელობა ან ადამიანისთვის თვალების დათხრა იქნებოდა მინიმალური შედეგი

ირაკლი კობახიძე – საქართველოში „ნაცმაიდანი” ვერ შედგება, გუშინდელ ძალადობრივ მიტინგზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროპელ პოლიტიკოსებსა და ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას, რომელიც 4 პარტიის სახითაა წარმოდგენილი