საფრანგეთი უკრაინის რკინიგზას 470 მილიონი ევროს სანაცვლოდ 55 ლოკომოტივს მიაწვდის – Reuters

უკრაინამ და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას 55 ელექტროლოკომოტივის მიწოდების შესახებ, — ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას reuters ავრცელებს.
მისი თქმით, ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის ლოგისტიკურ შესაძლებლობებს.
გამოცემის ინფორმაციით, კომპანია „ალსტომი“ უკრაინის რკინიგზას 470 მილიონი ევროს სანაცვლოდ 55 ლოკომოტივს მიაწვდის.