საფრანგეთი უკრაინისთვის CAESAR-ის ტიპის ჰაუბიცების მოვლა-პატრონობას რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით დააფინანსებს

საფრანგეთი უკრაინისთვის CAESAR-ის ტიპის ჰაუბიცების მოვლა-პატრონობას რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებით დააფინანსებს, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.
“მალე გამოვაცხადებთ, რომ გაყინული აქციებიდან მიღებული შემოსავლების წყალობით, საფრანგეთი, თავისი კომპანია KNDS-ის მეშვეობით, შეძლებს Caesar-ის ტიპის ჰაუბიცების ოპერატიული მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფას, რომლებიც საფრანგეთმა ს რუსული თავდასხმების წინააღმდეგ საბრძოლველად მიაწოდა”, – თქვა ჟან-ნოელ ბარომ.