საფრანგეთი უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივების %-ით სამხედრო დახმარების პაკეტს შეიძენს

უკრაინა საფრანგეთისგან €195 მილიონის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს მიიღებს.
როგორც საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნომ განაცხადა, სამხედრო დახმარების შეძენა გაყინული რუსული აქტივების პროცენტებით იგეგმება. უფრო კონკრეტულად, საფრანგეთი ს 195 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს, რომლის გადახდა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული პროცენტის გამოყენებით მოხდება.
სამხედრო დახმარების პაკეტში შედის:
· 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები;
· Mirage-2000-ის ტიპის ავიაგამანადგურებელთან თავსებადი AASM საავიაციო ჭურვები;
· მსუბუქი ტანკები AMC-10RC;
· ჯავშანტრანსპორტიორი VAB;
ქვეყანა ასევე გაზრდის სამხედრო ტექნიკის წარმოებას, როგორც უკრაინის, ასევე საკუთარი არმიის მხარდასაჭერად. სებასტიან ლეკორნუს თქმით, Dassault Aviation-ი, რომელიც 2024 წელს თვეში ორ ერთეულ Rafale-ის მოიერიშე თვითმფრინავებს აწარმოებდა, 2026 წელს წარმოებას 4-5 ერთეულამდე გაზრდის.
მათ ასევე სურთ, 2026 წლისთვის გააორმაგონ AASM-ის საავიაციო ბომბების წარმოება. ამასთან, 2025 წელს გაორმაგდება MBDA-ის (Akeron MP) ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების წარმოება.