საფრანგეთი უკრაინას Mirage-2000 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემს – მაკრონი

საფრანგეთი ს Mirage-2000-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემს და უკრაინელ პილოტებს შესაბამის სწავლებას ჩაუტარებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა და აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად წვრთნები საფრანგეთში ჩატარდება.
“დავიწყებთ ახალ თანამშრომლობას და უკრაინას ფრანგული მწარმოებელი Dassault-ის მიერ Mirage-2000 გამანადგურებლებს გადავცემთ და მოვამზადებთ მათ უკრაინელ პილოტებს საფრანგეთში,” – განაცხადა მაკრონმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის უკრაინის პრეზიდენტს, ს საფრანგეთში შეხვედრისას შესთავაზებს, რომ მფრინავების მომზადება ამ წლის ზაფხულიდან დაიწყონ – “ჩვეულებრივ საჭიროა ხუთი-ექვსი თვე. ასე რომ, ისინი წლის ბოლომდე პილოტები იქნებიან. პილოტები საფრანგეთში გაივლიან მომზადებას”.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ