საფრანგეთი უკრაინას Mirage 2000 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს მომავალი წლის პირველ კვარტალში გადასცემს

საფრანგეთი უკრაინას Mirage 2000 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს 2025 წლის პირველ კვარტალში მიაწვდის, – ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა.
მინისტრი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ რომ თვითმფრინავები აღჭურვილი იქნება ახალი ჰაერი-მიწის ტიპის იარაღით და რადიოელექტრონული ბრძოლისგან დაცვით.
მისივე თქმით, უკრაინელი პილოტებისა და მექანიკოსების მომზადება გრძელდება.
შეგახსენებთ, ივნისში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა, რომ უკრაინას Mirage 2000 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა