საფრანგეთი უკრაინას 12 ერთეულ საარტილერიო სისტემა Caesar-ს მიაწვდის

უკრაინა ფრანგულ-გერმანული KNDS ჯგუფისგან 12 ერთეულ თვითმავალ საარტილერიო დანადგარ Caesar-ს მიიღებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრ სებასტიან ლეკორნუზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კიევში, სამრეწველო ფორუმის ფარგლებში, KNDS-მა ხელი მოაწერა კონტრაქტს 12 თვითმავალი საარტილერიო დანადგარის, Caesar-ის მიწოდებაზე“, – ნათქვამია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაში.
მისი განმარტებით, მიწოდების დაფინანსება უკრაინის ხარჯზე ხორციელდება.
ლეკორნუმ დასძინა, რომ შეთანხმება არის საფრანგეთის თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის ძალისხმევის ნაწილი და მიზნად ისახავს უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.