საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, უკრაინაში ასობით ჯავშანტექნიკას და „ასტერის“ რაკეტებს გაგზავნიან.
ლეკურნუმ The Tribune-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იარაღის მიწოდება 2024 წელს და 2025 წლის დასაწყისში იგეგმება. მისი თქმით, საუბარია ცნობილ VAB ჯავშანტრანსპორტიორებზე.
„უკრაინის არმიას სჭირდება, მაგალითად, ჩვენი ფრონტის ჯავშანტექნიკა (VAB): ამას აბსოლუტურად საკვანძო მნიშვნელობა აქვს ჯარების მობილურობისთვის. ამ ძველ ტექნიკას, რომელიც ჯერ კიდევ შეუძლია უკრაინას მნიშვნელოვანი პირდაპირი სარგებელი მოუტანოს“, – აღნიშნა საფრანგეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
მინისტრის თქმით, საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ კიევის მოთხოვნის საპასუხოდ, პარიზი გადასცემს საბრძოლო მასალა „ასტერ 30“-ს SAMP/T-ისთვის – რომელიც ამერიკული Patriot-ის ეკვივალენტია.
სებასტიან ლეკორნუ არ გამორიცხავს, რომ პროცესის დაჩქარების მიზნით საფრანგეთმა პრიორიტეტი სამოქალაქო მწარმოებლიდან სამხედროზე გადაიტანოს.