საფრანგეთი უკრაინას თვეში 3 000 ჭურვს და 50 რაკეტას მიაწვდის

საფრანგეთი ს თვეში 3 000 ჭურვს და SCALP-ის 50 რაკეტას მიაწვდის, – ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა.
„2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის აპრილამდე თვეში 1000 ჭურვს ვაწვდიდით. გასული წლის თებერვლიდან – თვეში 2000 ჭურვს, ხოლო ამ თვიდან (იანვრიდან) იქნება 3 000 ჭურვი თვეში“, – განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ამასთან ერთად, საფრანგეთი უკრაინას თვეში 50 ერთეულ SCALP-ის რაკეტას გადასცემს.