საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გადასცემს

საფრანგეთი უკრაინას 2 მილიარდი ევროს (2,15 მილიარდი დოლარი) მოცულობის დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
“დღეს შემიძლია გამოვაცხადო 2 მილიარდი ევროს დამატებითი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის“, – განაცხადა მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პარიზში.
მაკრონმა დასძინა, რომ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები არის ახალი სამხედრო დახმარების ნაწილი, რომელიც კიევს მიეწოდება.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)