“საფრანგეთი სამხრეთ კავკასიაში ახალი ომებისთვის ნიადაგს ამზადებს”- ალიევი

“საფრანგეთი სომხეთს ამარაგებს იარაღით, რითაც ატარებს მილიტარისტულ პოლიტიკას, სომხეთში რევანშისტულ ძალებს აძლევს გასაქანს და ჩვენს რეგიონში ახალი ომების გაჩაღების ნიადაგს ამზადებს”,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში 21 ნოემბერს საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით “დეკოლონიზაცია: ქალების გაძლიერება და განვითარება” განაცხადა.
ალიევმა საფრანგეთის კოლონიზაციის ახალ და თანამედროვე მეთოდებზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს პოლიტიკა დღესაც გრძელდება.
ალიევი ამბობს, რომ “საფრანგეთი არღვევს სტაბილურობას არა მხოლოს საკუთარ ყოფილ და ამჟამინდელ კოლონიებში, არამედ სამხრეთ კავკასიაშიც, სადაც სეპარატისტების სეპარატისტულ ტენდენციებს უჭერს მხარს”.
სომხეთ-აზერბაიჯანის ყველა დაპირისპირებისა თუ საბრძოლო მოქმედებების დროს საფრანგეთმა ღიად დაუჭირა მხარი სომხეთს, რითაც მუდმივად ბაქოს კრიტიკას იწვევდა.
ამავე თემაზე:
საერთაშორისო საზოგადოების როლი სომხეთის უსაფრთხოებაში

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე მოწმე პოლიციელს – თქვით, რომ პრეტენზია მაქვს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაზეო, მაგრამ ერთმანეთს არ ვიცნობდით – არც სამხედრო გამოცდილება მაქვს, იარაღი არ მჭერია, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, რამე მოხდეს, თქვენზე უკეთ ვიბრძოლებ ცარიელი ხელებით