საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, პოლონეთის საჰაერო სივრცისა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად Rafale-ის ტიპის სამი გამანადგურებლის განლაგების გადაწყვეტილება მიიღო.
„პოლონეთში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ, გადავწყვიტე Rafale-ის ტიპის სამი გამანადგურებლის განლაგება, რათა ჩვენს მოკავშირეებთან ერთად წვლილი შევიტანო პოლონეთის საჰაერო სივრცისა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში. ეს დაპირება გუშინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრს მივეცი“, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.
მისი ინფორმაციით, ეს საკითხი ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან განიხილა, რომელიც ასევე მონაწილეობს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში.
„ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. არ დავნებდებით რუსეთის მზარდ დაშინებას“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.
