საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას – საფრანგეთის საელჩო

საფრანგეთი საქართველოსა და ქართველების გვერდით დგას დღევანდელ, ეროვნული ერთიანობის დღეს – საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას, – ასე ეხმაურება საფრანგეთის საელჩო საქართველოში 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელს
„საფრანგეთი საქართველოსა და ქართველების გვერდით დგას დღევანდელ, ეროვნული ერთიანობის დღეს, რომლითაც აღინიშნება 1918 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღდგენა და 1989 წელს ანტისაბჭოთა დემონსტრანტების ტრაგიკული და სისხლიანი რეპრესია. საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას. ის დგას ქართველების გვერდით, მათი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად“, – ნათქვამია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.