საფრანგეთი მოქალაქეებს ირანში, ისრაელში, ლიბანსა და პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

საფრანგეთი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, „აბსოლუტურად თავი შეიკავონ“ ირანში, ლიბანში, ისრაელსა და პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოგზაურობისგან, – ინფორმაციას CNN-ი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ სამხედრო ესკალაციის რისკის საკითხზე გამართული შეხვედრის შემდეგ ახალი მითითებები გამოსცა.
გადაწყვეტილების თანახმად, ირანის დედაქალაქ თეირანში მყოფი დიპლომატების ოჯახები საფრანგეთში დაბრუნდებიან და საჯარო მოხელეებს აეკრძალებათ სამუშაო მისიები ამ ქვეყნებსა და ტერიტორიებზე.
საფრანგეთის საგარეო უწყებამ ეს გაფრთხილება მას შემდეგ გამოსცა, რაც -ისა და ს ლიდერებმა განაცხადეს, რომ ირანის ან მისი მარიონეტების მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ პოტენციურ თავდასხმებს ელიან.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე