საფრანგეთი ლიბანში „ჰეზბოლასა“ და ისრაელის შორის ცეცხლის 21-დღიანი შეწყვეტის ინიციატივით გამოდის

საფრანგეთი ლიბანში ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის ცეცხლის 21-დღიანი, დროებითი შეწყვეტის ინიციატივით გამოდის, – შესაბამისი განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
ინიციატივას მხარი დაუჭირა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ და განაცხადა, რომ „ომი არ შედის არც ისრაელელი და არც ლიბანელი ხალხის ინტერესებში“.
გაერო-ში -ის წარმომადგენლის მოადგილემ, რობერტ ვუდმა კი განაცხადა, რომ ვაშინგტონის გეგმები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი და რომ საჭიროებს რეალურ და ეფექტურ მექანიზმს ლურჯი ხაზის, ისრაელსა და ლიბანს შორის გაერო-ს მიერ შედგენილი დროებითი საზღვრის, ასამოქმედებლად.
„ვმუშაობთ სხვა ქვეყნებთან წინადადებაზე, რომელიც ვიმედოვნებთ, რომ სიმშვიდემდე, დისკუსიებსა და დიპლომატიურ გადაწყვეტილებებამდე მიგვიყვანს“, -აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.
უთანხმოების გადაჭრის მიზნით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს შეხვდა, რათა განეხილათ მცდელობები ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად და უფრო ფართო ომის თავიდან ასაცილებლად.
ცნობისთვის, ლიბანური მხარის ინფორმაციით, ს საჰაერო თავდასხმებს 600-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, მათ შორის ქალები და ბავშვები. ისრაელის შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჰერცი ჰალევიმ გუშინ განაცხადა, რომ ქვეყანა ლიბანში შესაძლო სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება.

ასევე დაგაინტერესებთ