საფრანგეთი იმედოვნებს, არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს, დაუბრუნდეს ევროპულ გზას – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ს განცხადებით, იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბრის საშუალებას მისცემს საქართველოს, დაუბრუნდეს ევროპულ გზას.
ამის შესახებ მან განცხადება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.
„ძვირფასო სალომე, მოხარული ვარ, რომ გიმასპინძლე პარიზში! საფრანგეთი მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს. იგი იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს, დაუბრუნდეს ევროპულ გზას“, – აცხადებს მაკრონი, რომლის განცხადების თარგმანსაც საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
პარიზში ვიზიტით მყოფი ემანუელ მაკრონის გუშინ, 3 ოქტომბერს, შეხვდა. შეხვედრის შესახებ განცხადება გაავრცელა ელისეის სასახლემაც.
მათი ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა სინანული გამოთქვა იმ კანონების მიღების გამო, რომლებმაც ქვეყანას ევროპული ტრაექტორიიდან გადაახვევინეს და გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვიეს.
„რესპუბლიკის პრეზიდენტი უპირველეს ყოვლისა, მიესალმა ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს, რის გამოც ევროკავშირმა 2023 წლის დეკემბერში, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.
მიუხედავად ამისა, მან აღნიშნა ნეგატიური მოვლენები, რომლებიც ამ ბოლო თვეების განმავლობაში მოხდა საქართველოში. კერძოდ, მან სინანული გამოთქვა იმ კანონების მიღების გამო, რომლებმაც ქვეყანას ევროპული ტრაექტორიიდან გადაახვევინეს და გამოიწვიეს, როგორც ეს ევროპულმა საბჭომ გასულ ივნისში დაადასტურა, გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება.
რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ყურადღებით დააკვირდება იმ პირობებს, რომლებშიც ჩატარდება საარჩევნო კამპანია და 2024 წლის 26 ოქტომბრის საკანონმდებლო არჩევნები.
მან იმედი გამოთქვა, რომ ეს არჩევნები ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და საშუალებას მისცემს საქართველოს, დაუბრუნდეს ევროპულ გზას. რესპუბლიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი რობინ დანიგანის განცხადებაზე – ჩვენს ორს შორის ვადამდე ვინ გადადგა, მგონი, ყველა ხედავს – გადამდგარი ელჩის განცხადებებზე რაიმე კომენტარის გაკეთება ჩვენი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს

შალვა პაპუაშვილი – არის მცდელობა, ქართველი ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი აღარ არსებობს, არ არის არჩევნებში და რეალურად, იგივე პოლიტიკური ძალა სხვა სახელწოდებებით იყოს წარმოდგენილი