საფრანგეთი და გერმანია თანახმა არიან, რომ უკრაინამ არტილერია რუსეთის ტერიტორიაზეც გამოიყენოს

საფრანგეთი და გერმანია შეუერთდა იმ ქვეყნების სიას, რომლებიც თანახმა არიან, რომ მ მათ მიერ მიწოდებული შეიარაღება ს ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების განადგურების მიზნით გამოიყენოს.
საუბარია დისკუსიაზე, უნდა შეეძლოს თუ არა კიევს დასავლეთის მიერ გადაცემული შორ მანძილზე მოქმედი არტილერია და რაკეტები რუსეთის სიღრმეში სამხედრო ობიექტების გასანადგურებლად გამოიყენოს.
ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 29 მაისს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მაკრონმა აღნიშნა, რომ ეს ეხება მხოლოდ სამხედრო ბაზებს და არა სამოქალაქო ობიექტებს:
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა მივცეთ მათ შესაძლებლობა, გაანეიტრალონ სამხედრო ბაზები, საიდანაც უკრაინის მიმართულებით ჭურვებს ისვრიან. თუ ჩვენ მათ ვეტყვით, რომ არ ვაძლევთ ამგვარი სამიზნეების განადგურების უფლებას, ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ შეიარაღებას გაძლევთ, თუმცა, თავდაცვის უფლებას არა, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ უფლება, შეეხონ სამოქალაქო დაწესებულებებს“, — თქვა ემანუელ მაკრონმა.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კი დაამატა, რომ უკრაინას საერთაშორისო კანონმდებლობით ამის უფლება აქვს:
„ეს ღიად უნდა ითქვას. უცნაურად მეჩვენება, როცა ზოგიერთი ადამიანი ამას ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებენ, რომ არ უნდა მივცეთ მათ უფლება დაიცვან თავი და ამისთვის საჭირო ზომები მიიღონ“ ,— განაცხადა ოლაფ შოლცმა.
მხოლოდ მაკრონი და შოლცი არ არიან ის ლიდერები, რომლებმაც უკრაინისთვის მსგავსი შეზღუდვების დაწესების საწინააღმდეგო განცხადება გააკეთეს. ამგვარი პოზიცია დააფიქსირა ათამდე ქვეყნის ლიდერმა მათ შორის:
ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივანმა დეივიდ კამერონმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინას აქვს უფლება, გმაოიყენეს ბრიტანეთის მიერ მიწოდებული შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე შეტევისათვის.
„როიტერსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კი კამერონმა დასძინა, რომ კიევმა თავად უნდა გადაწყვიტოს თუ როგორ გამოიყენებს მათ მიერ მიწოდებულ შეიარაღებას:
„უკრაინას აქვს ამის უფლება. როცა რუსეთი თავს ესხმის უკრაინის ტერიტორიას, გასაგებია, რატომ მიიჩნევს უკრაინა ამას საჭიროდ თავის დასაცავად,“ — თქვა ბრიტანეთის საგარეო მდივანმა.
შვედეთი
შვედეთის თავდაცვის მინისტრი პალ იონსონი კიდევ ერთი დასავლელი ლიდერია, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია მათი შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების გასანადგურებლად გამოიყენოს.
ამის შესახებ შვედეთის თავდაცვის მინისტრმა ადგილობრივ გამოცემა Hallandsposten-თან განაცხადა. მისი თქმით, შვედეთმა უკრაინას ამის ნებართვა მისცა:
„საერთაშორისო კანონმდებლობით, უკრაინას აქვს უფლება დაიცვას თავი სამხედრო ქმედებებით მათ შორის მტრის ტერიტორიაზე მიიტანოს იერიში სამხედრო ობიექტების გასანეიტრალებლად. შვედეთი ხელმძღვანელობს საერთაშორისო კანონმდებლობით და უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება,“ — განაცხადა პალ იონსონმა.
ჩეხეთი
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ კი განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური შეიარაღების გამოყენებას ემხრობა.
„როგორც ქვეყანა, რომელსაც თავს ესხმიან, უკრაინას აქვს ყოველგვარი უფლება ყველა გზით თავი დაიცვას“ — თქვა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ლატვია
ლატვიის პრეზიდენტ ს თქმით, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც უკრაინას უნდა აეკრძალოს რუსეთის ტერიტორიაზე იერიშის მიტანა.
ლიეტუვა
უკრაინისთვის დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებას ემხრობა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისიც. მისი თქმით, დასავლეთმა თავშივე შეცდომა დაუშვა, როდესაც უკრაინას შეზღუდვები დაუწესა:
„უკრაინელებს უნდა მიეცეთ უფლება რომ მათთვის მიწოდებული შეიარაღება იმგვარად გამოიყენონ, რომ სტრატეგიულ ამოცანებს მიაღწიონ. მათ უნდა შეეძლოთ მიიტანონ იერიში რუსეთის ტერიტორიაზე, მომარაგების ხაზებსა და სამხედრო ობიექტებზე, სადაც უკრაინაზე თავდასხმა მზადდება,“ — ამბობს ლანდსბერგისი.

„სრულიად ლეგიტიმურია, რომ უკრაინამ გაანადგუროს რუსეთის არმიის კრიტიკული ინფრასტრუქტურა“ — ეს განცხადება ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა გააკეთა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ:
„უკრაინა ახლა ომშია, რუსეთი არ იზღუდავს თავს ქვეყანაზე თავდასხმისას,“ — თქვა ესტონეთის პრეზიდენტმა.
პოლონეთი
„გარდიანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მ განაცხადა, რომ უკრაინისთვის დასავლური იარაღის რუსეთის მიწაზე გამოყენების უფლებას მინიჭებას პოლონეთიც ემხრობა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინტერვიუში აჩნიშნა, რომ მისი აზრით დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს თავის შეზღუდვა უკრაინის დახმარებისას.
ფინეთი
ამგვარი განცხადება გააკეთა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. მისი თქმით, უკრაინას შეუძლია ფინეთისგან მიღებული სამხედრო დახმარება იმგვარად გამოიყენოს, როგორც საჭიროდ ჩათვლის.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის („ულე“) მიცემულ ინტერვიუში ამგვარი განცხადება გააკეთა ქვეყნის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემაც. მისი თქმით, რამდენადაც ფლობს ინფორმაციას, ფინეთს უკრაინისთვის ამგვარი შეზღუდვა არ დაუწესებია.
გარდა აღნიშნული ქვეყნებისა, საკუთარი პოზიცია ამ საკითხზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც დააფიქსირა. სტოლტენბერგი მომხრეა, რომ უკრაინისთვის დაწესებული ეს „შეზღუდვა დასრულდეს“.
როგორც Kyiv Independent წერს, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ 27 მაისს რეზოლუციაც მიიღო, რომელიც მხარს უჭერს, რომ NATO-ს მოკავშირეებმა გააუქმონ შეზღუდვები, რომელიც უკრძალავს უკრაინას დასავლური შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების გასანეიტრალებლად გამოიყენოს.
გავრცელებული ცნობებით, უკრაინის მიერ დასავლური შეიარაღების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების წინააღმდეგი იყო ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია. Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც კონფიდენციალური წყაროსგან მიიღეს, ვაშინგტონი და ბერლინი უკრაინას დაემუქრნენ, რომ თუ მათ მიერ მიწოდებულ შეიარაღებას რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენებდა — დახმარებას შეუწყვეტდნენ.