საფრანგეთი გმობს არჩევნების ჩატარებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოსა და უკრაინაში

საფრანგეთი გმობს “ე.წ. არჩევნების” ჩატარებას რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინასა და საქართველოში.
სააგენტო “როიტერსის” ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა და აღნიშნა, რომ “ეს საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების მორიგი დარღვევაა”.
“საფრანგეთი არ აღიარებს და არასდროს აღიარებს მომავალში ამ ე.წ. არჩევნების შედეგებს და კვლავ აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ერთიანობას და ტერიტორიულ მთლიანობას”, – ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე დაგმობილია საარჩევნო უბნების მოწყობა აფხაზეთის, სამხრეთის ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში და მოლდოვურ ტრანსნისტრიაში, “საქართველოსა და მოლდოვის მთავრობების თანხმობის გარეშე”.
“მედუზას” ინფორმაციით, პუტინმა ხმების რეკორდული რაოდენობა, 87% მიიღო.
არჩევნებში ფორმალურად ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: , ლეონიდ სლუცკი (ლიბერალ-დემოკრატიული პარტია), ნიკოლაი ხარიტონოვი (კომუნისტური პარტია) და ვლადისლავ დავანკოვი (ახალი ხალხი).

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო