საფრანგეთი გმობს ავტორიტარულ რყევებს საქართველოში

საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში ბენჟამინ ჰადადი X-ზე ეხმაურება საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას, რომელსაც მიუღებელ რეპრესიებად მიიჩნევს და გმობს ავტორიტარულ რყევებს, რომლებსაც ადგილი აქვს 2024 წლის საპარლამენტო ს შემდეგ.
“საქართველოში ოპოზიციის მიმართ რეპრესიები, რომლებიც გამოიხატა ზურაბ ჯაფარიძის, ს, ს, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის დაპატიმრებით და გასამართლებით, მიუღებელია.
საფრანგეთი გმობს “ქართული ოცნების” მხრიდან ავტორიტარულ რყევებს, რომლებსაც ადგილი აქვს 2024 წლის ს შემდეგ, რომელიც არ ყოფილა არც თავისუფალი და არც სამართლიანი”, – წერს ჰადიდი.
ოპოზიციონერი ლიდერები „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის ან ამის გამო დაკისრებული გირაოს გადაუხდელობისთვის არიან დაპატიმრებული.
· ს შვიდი თვით პატიმრობა მიუსაჯეს; ის გუშინ, 24 ივნისს, დააპატიმრეს.
· სა და ბადრი ჯაფარიძეს – რვა-რვა თვით პატიმრობა; ისინი 23 ივნისს დააპატიმრეს.
· ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს – შვიდი თვით პატიმრობა. ის 22 მაისს დააკავეს მას შემდეგ, რაც გირაოს თანხა არ გადაიხადა.
· ყველა მათგანს ორი წლით აუკრძალეს თანამდებობის დაკავება.
ამავე მუხლით დაკავებულნი არიან , და ირაკლი ოქრუაშვილი. მათი განაჩენი სასამართლოს ჯერ არ გამოუცხადებია.
ექსპრემიერი გიორგი გახარია იმ გამონაკლის ოპოზიციონერებს შორისაა, რომლებიც კომისიის სხდომაზე მივიდნენ.
16 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ის კიდევ ერთხელ დაიბარეს კომისიაზე. გიორგი გახარია სხდომაზე 23 ივნისს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ქვეყანაში არ იმყოფება. მისი პარტიის ცნობით, ის თანახმა იყო დისტანციურად ჩართვაზე, თუმცა კომისიამ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.
კომისიაზე მეორედ არიან დაბარებული ნიკა გვარამია და – დისტანციურად, საპატიმროდან ჩართვით. სავარაუდოდ, ისინი არც ამჯერად არ გამოცხადდებიან.
დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ს თანახმად, შესაძლოა, ხაზარაძისა და გვარამიას წინააღმდეგ კვლავ მიმართონ პროკურატურას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელიას ადვოკატი – ოპოზიციური სპექტრის გაქრობის გადაწყვეტილებაა მიღებული – გამოდის, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც გმობს დემოკრატიულ უკუსვლას, თვითნებობას, პროტესტებში მიიღებს მონაწილეობას, ჩაითვლება საბოტაჟის ჩამდენად

რასა იუკნევიჩიენე – „ქართული ოცნების“ რეჟიმი სრული სასოწარკვეთის მდგომარეობაში უკონტროლოდ, აგრესიულად იქცევა – ყველა, ვისაც ყალბი, შეთითხნილი ბრალდებები აქვს წაყენებული, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის გმირია