საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ევროკომისიის პრეზიდენტი უარს აცხადებენ წინადადებაზე რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაცია მოახდინონ და უკრაინის ფონდში გადარიცხონ

საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ევროკომისიის პრეზიდენტი უარს აცხადებენ წინადადებაზე რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაცია მოახდინონ და უკრაინის ფონდში გადარიცხონ
საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უარს აცხადებენ წინადადებაზე რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაცია მოახდინონ და უკრაინის ფონდში გადარიცხონ. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
თუმცა, ამის მიუხედავად, როგორც Politico იუწყება, ევროპულ ქვეყნებს რუსული აქტივების დაყადაღება შეუძლიათ, რადგან ისინი -სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ. ეს ქმედება მათ დიალოგში საკუთარი ადგილის დაკავების საშუალებას მისცემს.
ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები ფიქრობენ, რომ აუცილებელია რუსული აქტივები უკრაინას გადაეცეს. ამ პოზიციას ეთანხმებიან პოლონეთი, ჩეხეთი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.
ისინი, ვინც ამ იდეას ეწინააღმდეგებიან, საკუთარ პოზიციას იმით ხსნიან, რომ აქტივების კონფისკაციამ, შესაძლოა, უცხოელი ინვესტორები დააშინოს.
„თუ ჩვენ აქტივებს ყადაღას მოვხსნით და მათ უკრაინას გადავცემთ, დავრჩებით არაფრის გარეშე, ვეღარ გამოვიყენებთ მათ სავაჭროდ“, – ციტირებს გამოცემა ერთ-ერთ ევროპელ დიპლომატს.

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ