“საფრანგეთი ამით აცხადებს მზადყოფნას სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობის” – პესკოვი

კრემლი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უკრაინის ომში “პირდაპირ კონფლიქტში” მონაწილეობის მზადყოფნაში ადანაშაულებს.
“პრეზიდენტი მაკრონი გამოხატავს აბსოლუტურ მხარდაჭერას ს რეჟიმის მიმართ და აცხადებს საფრანგეთის რესპუბლიკის მზადყოფნას პირდაპირი მონაწილეობა მიიღოს სამხედრო კონფლიქტში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს განცხადებები არის ძალიან, ძალიან პროვოკაციული, აძლიერებს დაძაბულობას კონტინენტზე და არ იწვევს რაიმე პოზიტიურს”, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.
პარიზში პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ ს Mirage-2000-5-ის გამანადგურებლებს გადასცემს და უკრაინელ მფრინავებს გადაამზადებს.
მაკრონის თქმით, საფრანგეთი ასევე მიიღებს მონაწილეობას 4500 უკრაინელი ჯარისკაცის მომზადების პროგრამაში, მაგრამ “ჩვენ არ ვსაუბრობთ ჯარისკაცების მომზადებაზე საბრძოლო ზონაში”, ასე რომ ეს “ესკალაციას არ ნიშნავს”.
მაკრონი და ზელენსკი დღეს მოლაპარაკებებს პარიზში გამართავს. მოსალოდნელია, რომ ისინი ორ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რომელიც ითვალისწინებს კრედიტებისა და გრანტების სახით უკრაინისთვის 650 მილიონი ევროს გადაცემას.