საფრანგეთის სენატში რეზოლუციის პროექტი მომზადდა, რომელიც გმობს „საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ უკუსვლას“ და საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირებას

საფრანგეთის სენატში საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი მომზადდა, – ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის სენატის ვებგვერდზეა განთავსებული.
რეზოლუციის პროექტის წინადადება „გმობს საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ უკუსვლას“.
ამასთან, საფრანგეთის სენატი საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება შეშფოთებას იწვევს. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს შემდეგ მთავრობის ცვლილებამ ადრე არსებული ევროპული კურსიდან გადახვევა აჩვენა. პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა მთავრობამ შემაშფოთებელი ცვლილებები დაიწყო, კერძოდ, ევროპული დემოკრატიული ღირებულებებისგან დაშორებით და სამოქალაქო საზოგადოებასთან დაძაბულობის გაზრდით. გადახვევა მოულოდნელი არ ყოფილა. ევროპულმა ინსტიტუტებმა შეშფოთება ჯერ კიდევ 2024 წლის ზაფხულში გამოთქვეს: 2024 წლის ივნისში ევროპული საბჭო სამართლიანი ს გარანტიის მოწოდებით გამოვიდა და ოპონენტებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლა დაგმო. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებმა, რომელიც უსამართლო პირობებში ჩატარდა, ეს გაფრთხილებები დაადასტურა“, – ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.
რეზოლუცია საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, რომ „ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, მხარი დაუჭიროს ევროპარლამენტის 2025 წლის 13 თებერვლის რეზოლუციაში აღნიშნული პირების, კერძოდ, სა და მისი ახლო გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი ინდივიდუალური სანქციების დაწესებას“.
რეზოლუციის თანახმად, „საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევა, ოპოზიციის რეპრესიები, ისტორიის გადაწერა და მოსკოვის მზარდი გავლენა სისტემურ ცვლილებას ადასტურებს“.
„აღნიშნულის შედეგად, საფრანგეთმა და ევროკავშირმა მტკიცედ უნდა იმოქმედონ, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის დემოკრატიული პრინციპების, ევროპული სუვერენიტეტისა და ევროპული ინტეგრაციის სურვილების მხარდასაჭერად“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
რეზოლუციის პროექტი განსახილველად საფრანგეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტს გადაეცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბოკუჩავა: ივანიშვილი ქვეყანაში აპირებს დიქტატურის დამყარებას, სადაც აკრძალული იქნება არამხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ თავისუფალი აზრის გამოხატვა, სადაც გაუქმდება საგანმანათლებლო დაწესებულებები, თავისუფალი მედია, სამოქალაქო სექტორი და გაუქმდება საქართველო