საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზიმ ციხე დატოვა

საფრანგეთში სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზის შეუძლია გათავისუფლდეს პარიზში მდებარე ციხიდან – სადაც ის სამი კვირის წინ განათავსეს, საბრალდებო დასკვნის საფუძველზე. გავრცელებული ცნობებით, სარკოზიმ ციხე უკვე დატოვა.
79 წლის მსჯავრდადებულის საჩივარს პარასკევს პროკურატურამაც დაუჭირა მხარი. სარკოზის შეუძლია თავისუფალი იყოს სულ მცირე მანამ, სანამ მისი საჩივარი განიხილება – რაც, როგორც ვარაუდობენ, მარტში მოხდება.
5-წლიანი პატიმრობის მოსახდელად სარკოზი ციხეში 21 ოქტომბერს გამოცხადდა. საფრანგეთის მედია წერს, რომ იგი არის ევროკავშირის სახელმწიფოს პირველი ყოფილი ლიდერი, რომელიც არა მხოლოდ გაასამართლეს, რეალურად მოათავსეს საპატიმროში. ამ დრომდე საფრანგეთის ლიდერი, რომელიც დააპატიმრეს, იყო ფილიპ პეტენი – იგი მეორე მსოფლიო ომის დროს კოლაბორაციონიზმის გამო გაასამართლეს.
ციხეში ყოფნის პერიოდს სარკოზიმ უწოდა “კოშმარი”, თუმცა ციხის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ მას ამ რთულ გამოცდილებასთან გამკლავებაში დაეხმარნენ.
სარკოზი ლა სანტეს ციხეში სხვა პატიმრებისგან განცალკევებით იმყოფებოდა, მის მეზობლად მორგეობდნენ მცველები – რადგან ექსპრეზიდენტს მუქარები ჰქონდა მიღებული.
პარიზის სასამართლომ სარკოზი დამნაშავედ ცნო დანაშაულებრივ შეთანხმებაში მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსების თაობაზე ლიბიაში მუამარ კადაფის რეჟიმის მხრიდან, 2005-2007 წლებში. პროკურატურა თავიდან მისთვის შვიდწლიან პატიმრობას მოითხოვდა.

თავად სარკოზი ყველა ბრალდებას უარყოფს. ის საფრანგეთის პრეზიდენტი 2007-დან 2012 წლამდე იყო, 2011 წელს აქტიურად უჭერდა მხარს ლიბიაში სამხედრო ინტერვენციას – რასაც კადაფის დამხობა და მკვლელობა მოჰყვა.
ეს პირველი სასამართლო პროცესი არ ყოფილა ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ. 2021 წლის მარტში ის დამნაშავედ სცნეს კორუფციაში და გავლენით ვაჭრობაში – სარკოზის მას ერთი წლით საპატიმრო და ორი წლით პირობითი პატიმრობა მიესაჯა, რაც შემდეგ ელექტრონული სამაჯურით და ნაწილობრივი შინაპატიმრობით შეუცვალეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს რა დაათვალიერებინეს? – გენგეგმა აჩვენესო, რა დროს გენგეგმაა? 6 წლის წინ ანაკლიაში გემები უნდა შესულიყო – ეს არის მაკეტების ხელისუფლება

მარკ რუტე: ნატო-საქართველოს ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც უნდა ვაღიაროთ – მოვუწოდებთ საქართველოს, პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას დაუბრუნდეს, რაც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს