საფრანგეთის საელჩო: ქართული ფეხბურთი იმსახურებს ადგილს გრანდებს შორის

ქართული ფეხბურთი იმსახურებს ადგილს გრანდებს შორის! – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

საელჩო საქართველოს ნაკრებს მერვედფინალის ისტორიული საგზურის მოპოვებას ულოცავს.

„ბრავო! ვულოცავთ საქართველოს ნაკრებს არაჩვეულებრივ თამაშს ევრო 2024-ზე და მერვედფინალის ისტორიული საგზურის მოპოვებას!

ბედნიერები ვართ, რომ ეს ლამაზი ევროპული თავგადასავალი გრძელდება ქართველი მოთამაშეებისა და გულშემატკივრებისთვის.

ქართული ფეხბურთი იმსახურებს ადგილს გრანდებს შორის!“,- აღნიშნავენ საელჩოში.

ასევე დაგაინტერესებთ