ქართული ფეხბურთი იმსახურებს ადგილს გრანდებს შორის! – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
საელჩო საქართველოს ნაკრებს მერვედფინალის ისტორიული საგზურის მოპოვებას ულოცავს.
„ბრავო! ვულოცავთ საქართველოს ნაკრებს არაჩვეულებრივ თამაშს ევრო 2024-ზე და მერვედფინალის ისტორიული საგზურის მოპოვებას!
ბედნიერები ვართ, რომ ეს ლამაზი ევროპული თავგადასავალი გრძელდება ქართველი მოთამაშეებისა და გულშემატკივრებისთვის.
ქართული ფეხბურთი იმსახურებს ადგილს გრანდებს შორის!“,- აღნიშნავენ საელჩოში.