საფრანგეთის საგარეო უწყება – ისრაელის ღაზაზე შეტევას სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია – მოვუწოდებთ, დასრულდეს ეს დამანგრეველი კამპანია

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელს მოუწოდებს, ქალაქ ღაზაზე დაწყებული შეტევა შეწყვიტოს.
„მოვუწოდებთ, დასრულდეს ეს დამანგრეველი კამპანია, რომელსაც აღარ აქვს სამხედრო ლოგიკა“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ღაზაში ჰუმანიტარული და ჯანდაცვის კუთხით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა, ადამიანები შიმშილობენ და არ აქვთ წვდომა პირველადი მოხმარების საგნებსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე.
„მოვუწოდებთ ისრაელს, დაუყოვნებლივ მოხსნას ყველა შეზღუდვა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, საფრანგეთი მხარეებს მოუწოდებს „რაც შეიძლება მალე განაახლონ მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისა და ყველა მძევლის გათავისუფლების მიზნით“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ