საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი კიევში ჩავიდა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი სტეფან სეჟურნე კიევში 13 იანვარს დილით ჩავიდა. ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყება აღნიშნავს, სეჟურნე ში ჩავიდა “საფრანგეთის დიპლომატიური ძალისხმევის გასაგრძელებლად და მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის ერთგულება მისი მოკავშირეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ”.
#Ukraine | @steph_sejourne est arrivé à Kyiv pour son premier déplacement sur le terrain, afin d’y poursuivre l’action diplomatique française et de réitérer l’engagement de la France auprès de ses alliés et aux côtés des populations civiles. pic.twitter.com/HRBfxRpJUK— France Diplomatie🇫🇷🇪🇺 (@francediplo) January 13, 2024
ამასთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს, სავარაუდოდ, უკრაინის პრეზიდენტ ს შეხვდება.
თავად სეჟურნემ X-ზე დაწერა, რომ უკრაინა თითქმის ორი წელია “იცავს თავის სუვერენიტეტს და უზრუნველყოფს ევროპის უსაფრთხოებას”.
“საფრანგეთის დახმარება გრძელვადიანია. ეს არის ის, რაც მე ვთქვი ჩემი პირველი ვიზიტის დროს კიევში”. – აღნიშნა მან.