ფრანგული Le Figaro-ს ინფორმაციით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟორნე სამუშაო ვიზიტით კიევში მიემგზავრება.
გავრცელებული ინფორმაციით, ის უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი უკრაინისადმი საფრანგეთის მხარდაჭერის დემონსტრირებას აპირებს – იუწყება მინისტრის გარემოცვა.
