საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟურნე გახდა

საფრანგეთის საგარეო მინისტრი პარტია აღორძინების წევრი სტეფან სეჟურნე გახდა. მან პოსტზე ჩაანაცვლა კატრინ კოლონი, რომელიც თანამდებობას 2022 წლის მაისიდან იკავებდა.
სეჟურნე ს ახლო მოკავშირეა, რომელიც აქტიურად ჩართული იყო 2017 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში. 2019 წელს გახდა ევროპარლამენტარი, 2021-2024 წლებში ევროკავშირის პარლამენტში იყო პარტია Renew Europe-ის ლიდერი. 2022 წელს გახდა საფრანგეთის მმართველი პარტიის, რენესანსის გენერალური მდივანი.
სეჟურნე და საფრანგეთის მოქმედი პრემიერმინისტრი გაბრიელ ატალი სამოქალაქო პარტნიორები იყვნენ, წყვილის ურთიერთობა 2023 წელს დასრულდა.
მაკრონის გადაწყვეტილებით საფრანგეთში მინისტრთა კაბინეტი შეიცვალა, 8 იანვარს პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა ელიზაბეთ ბორნმა. მთავრობის ახალი მეთაური გაბრიელ ატალი გახდა.