საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე – ინიციატივა ეწინააღმდეგება ღირებულებებს, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება – ჩარევის ბრალდებები, რომელთა სამიზნეა ეს უკანასკნელი, მიუღებელია

საფრანგეთი, ევროკავშირის მსგავსად, შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტით. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში საფრანგეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ინიციატივა ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი და აცხადებს, რომ ჩარევის ბრალდებები, რომელთა “სამიზნეა ეს უკანასკნელი, მიუღებელია”.
„საფრანგეთი, ევროკავშირის მსგავსად, შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 17 აპრილს პირველი მოსმენით მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტით. ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი. ჩარევის ბრალდებები, რომელთა სამიზნეა ეს უკანასკნელი, მიუღებელია.
საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, კონცენტრირდეს ყველა იმ ზომის დაუყოვნებლივ განხორციელებაზე, რომელიც აუცილებელია საქართველოს ევროპული გზის გასაგრძელებლად, რომლის მიმართაც ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი ღრმა ერთგულება. საფრანგეთი დგას საქართველოს გვერდით ამ მომთხოვნ გზაზე”, – წერია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე პრემიერზე – „პერსონა ნონ გრატადაა“ გამოცხადებული, რადგან გააფუჭა საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან – დავინახავ, პარლამენტში უმცირესობაში რომ დაჯდება ივანიშვილთან ერთად, როგორ იჭიკჭიკებს

TI, ეკა გიგაური, “აირჩიე ევროპა” და მისი დამფუძნებლები ანტიკორუფციულმა “საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად” ცნო – Netgazeti • ანტიკორუფციული ბიურო • ეკა გიგაური • რაჟდენ კუპრაშვილი • Netgazeti.ge