საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრი სიბიჰასთან ერთად, სუმის ფრონტის ხაზზე ვიზიტის შემდეგ ხარკოვს ეწვია.
ამის შესახებ “ევროპეისკაია პრავდა” სიბიჰას მიერ X-ზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაზე დაყრდნობით იტყობინება.
სიბიჰამ აღნიშნა, რომ ბარომ ხარკოვში მოინახულა რუსული ტერორის შედეგები
– დაზიანებული საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
მან თქვა, რომ რომ ბარო პარტნიორი ქვეყნებიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ხელმძღვანელია, რომელიც სუმიში ჩავიდა.
“ასეთი ვიზიტები უაღრესად მნიშვნელოვანია. ისინი ჩვენს ხალხს აჩვენებს, რომ მარტო არა ვართ. ჩვენი ამოცანაა მაქსიმალური საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება აქ და სხვა ქალაქებსა და თემებში მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებიც მუდმივად განიცდიან რუსეთის თავდასხმებს; საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და ზამთრის წინ მდგრადობის გაზრდა. ეს ყველაფერი განვიხილეთ“, – წერს სიბიჰა.
მან უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლიერების სიტყვები გამოთქვა საფრანგეთს პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და მთელი ფრანგი ხალხის მისამართით.
“პუტინს სურდა, ხალხს დაეჯერებინა, რომ ის აღმოსავლეთ უკრაინაში ისე იყო, როგორც „საკუთარ სახლში“, იმიტომ რომ იქ რუსულად საუბრობენ. ურყევი ხარკოვი – საპირისპიროს შთამბეჭდავი მაგალითია: აქ რუსულად საუბრობენ, მაგრამ დაუღალავად ებრძვიან დამპყრობელს თავისუფლების სახელით“, – აღნიშნა ბარომ თავის X-ში.
ერთი დღით ადრე ბარო კიევში იყო და მონაწილეობა მიიღო უკრაინის ელჩების ყოველწლიურ შეხვედრაში საგარეო საქმეთა სამინისტროში. მან ასევე მოინახულა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური, რათა ენახა რუსული დარტყმის შედეგები.
ფორუმი