საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – როდესაც ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ, არ შეგვიძლია იმავდროულად მეომარ მხარეებს იარაღი მივაწოდოთ

ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ძალის გამოყენებამ გზა უნდა დაუთმოს დიალოგისა და დიპლომატიის გამოყენებას, – The Times of Israel-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ამიტომ საფრანგეთი, ისევე როგორც მსოფლიოს უმეტესი ქვეყნები, მოუწოდებს ღაზას, ისევე როგორც ლიბანს, ცეცხლის შეწყვეტისკენ და როდესაც ჩვენ მოვუწოდებთ ცეცხლის შეწყვეტისკენ, არ შეგვიძლია იმავდროულად მივაწოდოთ თავდასხმითი იარაღი მეომარ მხარეებს. ეს არის თანმიმდევრულობის საკითხი“, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტი, სთვის ღაზას სექტორში საბრძოლველად იარაღის მიწოდებების შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა და განაცხადა, რომ ღაზას სექტორში თითქმის ერთწლიანი ომი “პოლიტიკურ მოგვარებას” საჭიროებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, მ ემანუელ მაკრონის ამ განცხადება სამარცხვინო უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც