საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელს ეწვევა. „საფრანგეთის როლი შეტყობინებების გადაცემაა და ამიტომ ხვალ მე ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიებს ვეწვევი, რათა ხელისუფლებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შევხვდე“, – განუცხადა ჟან-ნოელ ბარომ ფრანგულ სატელევიზიო არხ France 2-ს.
მისივე თქმით, ომი უკვე დიდი ხანია გრძელდება და დროა, ძალის გამოყენებამ გზა დიპლომატიასა და დიალოგს დაუთმოს.
„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა მიუღებელია და იგი უნდა შეწყდეს“, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.