საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ირანში მძევლად აყვანილი ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობა მიუღებელია

ირანში მძევლად აყვანილი ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობა მიუღებელია, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ ფრანგ დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ისინი რამდენიმე წელია უსამართლოდ არიან დაკავებულები, არასათანადო პირობებში იმყოფებიან, რაც ზოგიერთის მტკიცებით საერთაშორისო სამართლის შესაბამისად წამების განმარტებას შეესაბამება“, – განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.
ჟან-ნოელ ბარომ საფრანგეთის მოქალაქეებს ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
„მივმართავ ირანის ხელისუფლებას: ჩვენი მძევლები უნდა გათავისუფლდნენ. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები და სანქციების მომავალი ამაზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საფრანგეთის ხელსუფლების ცნობით, ირანში საფრანგეთის სამი მოქალაქეა დაკავებული.
სესილ კოლერი და მისი პარტნიორი ჯაკ პარიზი ჯაშუშობის ბრალდებით 2022 წლის მაისის შემდეგ არიან დაკავებულები. ასევე, ირანის მიერ დაკავებული საფრანგეთის კიდევ ერთი მოქალაქე, სახელად ოლივიე, 2022 წლის ოქტომბრიდან პატიმრობაში იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას