საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს

ევროკავშირი ს წინააღმდეგ მკაცრი სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.
„ამერიკელ სენატორებთან კოორდინაციით, ევროპა ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მკაცრი სანქციების დაწესებისთვის ემზადება. სანქციების სამიზნე ის რესურსებია, რომლებიც ვლადიმერ პუტინს ომის გაგრძელების საშუალებას აძლევს“, – განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.
მისი თქმით, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ს წინადადების შემდეგ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმები ხუთჯერ გაიზარდა.
„პუტინი ფრონტის ხაზზე წინ ვეღარ მიიწევს და ახლა საცხოვრებელ ტერიტორიებს დრონებითა და რაკეტებით ბომბავს, რაც მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილს იწვევს. ეს უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს