საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისთვის საჭირო პირობები ჯერ არ შესრულებულა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისთვის საჭირო პირობები ჯერ არ შესრულებულა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სტეფან სეჟურნე პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ ესპანეთის, ირლანდიისა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრების განცხადებას გამოეხმაურა.
„საფრანგეთს მიაჩნია, რომ პირობები იმისთვის, რათა აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ამ პროცესზე რეალური გავლენა იქონიოს, ჯერ არ შესრულებულა“, – განაცხადა სტეფან სეჟურნემ.
სტეფან სეჟურნემ აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ სიმბოლური ან პოლიტიკური პოზიციონირების საკითხი არ არის, არამედ ორ სახელმწიფოს შორის არსებული პრობლემების გადაჭრის კუთხით არსებული დიპლომატიური ინსტრუმენტია, რათა სახელმწიფოებმა ერთმანეთის გვერდით მშვიდად და უსაფრთხოდ იცხოვრონ.

ასევე დაგაინტერესებთ

იგორ ნარმანია – იმდენი გააკეთა “ქართული ოცნების” რუსულმა ხელისუფლებამ, რომ აშშ-ის საელჩო „ქარდებით“ გველაპარაკება, მთელი დასავლური სამყარო აცნობიერებს, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს