საფრანგეთის საგარეო მინისტრი – ფრანგები არ დაიღუპებიან უკრაინისთვის – ჩვენ არ გავგზავნით ჯარს

საფრანგეთი არ გაგზავნის თავის ჯარს ში საომარ მოქმედებებში უშუალო მონაწილეობის მისაღებად, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ France Inter-ის ეთერში განაცხადა.
„ფრანგები არ დაიღუპებიან უკრაინისთვის. ჩვენ არ გავგზავნით ჯარს“, – აღნიშნა სეჟურნემ.
ამასთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, „დამკვიდრებულია მკაფიო ჩარჩო: დავამარცხოთ მის წინააღმდეგ ომის გარეშე და ამ კონტექსტში გამორიცხული არაფერია“.
შეგახსენებთ, პარიზში, უკრაინის საკითხზე გამართული შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ არ შეიძლება გამოირიცხოს უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა.
მაკრონის ამ განცხადების შემდეგ, ნატო-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის -მა, გაერთიანებულმა სამეფომ და გერმანიამ უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს.
ემანუელ მაკრონმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გუშინაც გააკეთა და აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ მისი განცხადებები “გამოზომილი და გააზრებული” იყო.