საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართა, თუმცა ემანუელ მაკრონმა გაბრიელ ატალს თანამდებობაზე დარჩენა სთხოვა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა ქვეყნის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს გადადგომის თხოვნით მიმართა, თუმცა პრეზიდენტმა მას სთხოვა, ჯერჯერობით პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დარჩეს.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, მაკრონმა ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, ატალს, ამ დროისთვის, პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩენა სთხოვა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა გუშინ გამართული საპარლამენტო ს მეორე ტურის შემდეგ განაცხადა, რომ დღეს პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართავდა.
შეგახსენებთ, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის არჩევნებში მემარცხენე პარტიების კოალიციამ, “ახალმა სახალხო ფრონტმა” გაიმარჯვა, პრეზიდენტ ს კოალიცია მეორე ადგილზე გავიდა, ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“ კი – მესამეზე.