საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობაზე დანიშვნიდან 27 დღეში გადადგა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ, პოსტზე დანიშვნიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში, თანამდებობიდან გადადგა.
თანამდებობიდან გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე მან სამთავრობო გუნდი წარადგინა, სადაც მისი წინამორბედის მინისტრთა კაბინეტი თითქმის უცვლელი იყო. ამან როგორც მისი მოკავშირეების, ისე ოპონენტების კრიტიკა გამოიწვია და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა.
ლეკორნუმ საფრანგეთის პრეზიდენტს გადადგომის შესახებ განცხადება ორშაბათს დილით გადასცა.
FRANCE 24 –ის თანახმად, სებასტიან ლეკორნუ ისტორიას რამდენიმე რეკორდის დამყარებით წერს:
· ის პრემიერ-მინისტრია ყველაზე ხანმოკლე ვადით, თანამდებობაზე მხოლოდ 27 დღით იყო.
· ლეკორნუ ყველაზე დიდხანს იყო მთავრობის გარეშე (26 დღე).
· მისი მთავრობა ყველაზე ხანმოკლე ვადით მსახურობს, რადგან ლეკორნუმ თანამდებობა სამთავრობო გუნდის დანიშვნიდან სულ რაღაც რამდენიმე საათში დატოვა.
· ის ერთადერთი პრემიერ-მინისტრია, რომელმაც ზოგადი პოლიტიკური განცხადება არ გააკეთა.
საფრანგეთის პოლიტიკა სულ უფრო არასტაბილური ხდება 2022 წელს ს ხელახლა არჩევის შემდეგ, რადგან პარლამენტში არცერთი პარტია ან ჯგუფი უმრავლესობას არ ფლობს. მაკრონის გასულ წელს ვადამდელი საპარლამენტო ს დანიშვნა მოუწია, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა, რადგან პარლამენტი კიდევ უფრო ფრაგმენტირებული გახდა. ლეკორნუ, რომელიც მხოლოდ გასულ თვეში დაინიშნა, მაკრონის მეხუთე პრემიერ-მინისტრი იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში.
ულტრამემარჯვენე ძალები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ეროვნული ასამბლეის დათხოვნისკენ მოუწოდებენ. როგორც ულტრამემარჯვენეთა ლიდერმა ჯორდან ბარდელამ ლეკორნუს გადადგომის შემდეგ განაცხადა, „სტაბილურობის დაბრუნება არჩევნებზე დაბრუნებისა და ეროვნული ასამბლეის დაშლის გარეშე შეუძლებელია“.