საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი – „ეროვნული გაერთიანების“ ხელისუფლებაში მოსვლა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილის დასრულებას ნიშნავს

„ეროვნული გაერთიანების“ ხელისუფლებაში მოსვლა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილის დასრულებას ნიშნავს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა.
„ხელისუფლების სათავეში „ეროვნული გაერთიანების“ მოსვლა ევროკავშირის დაბლოკვას, „Frexit“-ის დასაწყისსა და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილის დასრულებას ნიშნავს“, – განაცხადა გაბრიელ ატალმა.
გუშინ, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარემ, ჯორდან ბარდელამ განაცხადა, რომ უკრაინის დახმარების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გადაცემას მხარს არ დაუჭერს.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიასთან მისი ცენტრისტული ალიანსის დამარცხების შემდეგ პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო დანიშნა. საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები 30 ივნისს, მეორე ტური კი 7 ივლისს ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ